FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

შრომის უსაფრთხოების შესახებ

article  24

გარდამავალი დებულებები.
1. 2019 წლის 1 სექტემბრამდე ეს კანონი ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე.
2. 2019 წლის 1 სექტემბრამდე:
    ა) ამ კანონში გამოყენებული ტერმინი „დამსაქმებელი“ აღნიშნავს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ანდა პირთა გაერთიანებას, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო;
    ბ) ამ კანონში გამოყენებული ტერმინი „დასაქმებული“ აღნიშნავს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ ფიზიკურ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.
3. 2019 წლის 1 სექტემბრამდე:
    ა) ზედამხედველი ორგანოს მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებაზე არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, თუ შემოწმება ხორციელდება: ა.ა) შერჩევითი კონტროლით კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ; ა.ბ) განმეორებითი შემოწმების მიზნით გონივრული ვადის ფარგლებში; ა.გ) სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის დროს;
    ბ) შერჩევითი კონტროლით გათვალისწინებული დამსაქმებელთა ნუსხა საჯარო ინფორმაცია არ არის;