FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

article  137

ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვება.
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, გასცეს განჩინება ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვების შესახებ, რომლითაც მომსახურების მომწოდებელი ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაეხმაროს მას მიმდინარე რეჟიმში ინტერნეტტრაფიკის იმ მონაცემთა შეგროვებაში ან ჩაწერაში, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ და კომპიუტერული სისტემის მეშვეობით გადაცემულ კონკრეტულ კომუნიკაციებთან.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობა უნდა ითვალისწინებდეს მომსახურების მომწოდებლის ტექნიკურ შესაძლებლობებს ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვებისა და ჩაწერისათვის. ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვებისა და ჩაწერის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისათვის აუცილებელ ვადას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 143-10 მუხლების დებულებები.