FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

article  9

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მმართველი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მმართველი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები არიან:
    ა) საქართველოს მთავრობა, რომელიც: ა.ა) უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელებას; ა.ბ) მმართველი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას; ა.გ) ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ღონისძიებების შემუშავებისას, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისას ითვალისწინებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საჭიროებებს; ა.დ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მმართველი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს მხარდამჭერ ღონისძიებებს;
    ბ) მმართველი ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ბ.ა) სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას;
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

article  9

ბ.ბ) შეიმუშავებს მხარდამჭერ ღონისძიებებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას; ბ.გ) ახორციელებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების საერთო მონიტორინგსა და შეფასებას; ბ.დ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში კოორდინაციას უწევს შიდაუწყებრივ და უწყებათაშორის თანამშრომლობას; ბ.ე) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში არსებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ახორციელებს ანალიტიკურ საქმიანობას, მათ შორის, საპროგნოზო მონაცემების საწარმოებლად აანალიზებს ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებს; ბ.ვ) უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეების, სამეწარმეო სექტორის, მათ შორის, ფერმერთა და დარგობრივი ასოციაციების, ჩართულობასა და კომუნიკაციას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხებზე; ბ.ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.