FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  443

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება ან ზედამხედველობის განხორციელებისთვის ხელის შეშლა.
1. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.
3. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.