Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 2812 საჩივრის დასაშვებობა. 1. ადვოკატის (კანონიერი წარმომადგენლის) მიერ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის საჩივრით მიმართვა დასაშვებია მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. 2. მხარეთა მიერ წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს, თუ რა მოთხოვნები დაირღვა გასაჩივრებული დადგენილების გამოტანისას, რით გამოიხატება გასაჩივრებული დადგენილების დებულებათა მცდარობა. საჩივარში ასევე მითითებული უნდა იყოს, თუ რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია რაიონულმა (საქალაქო) სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მართლზომიერებაზე. საჩივარს უნდა ერთოდეს მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი (მასალები) იმ ახალ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უცნობი იყო რაიონული (საქალაქო) სასამართლოსათვის. 3. მხარეებს საჩივარი შეაქვთ დადგენილების გამომტან სასამართლოში, რომელიც ამ საჩივარსა და საქმის მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს დადგენილების აღსრულებას. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 2812 4. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა საქმის მასალების მიღებიდან 24 საათში, ზეპირი მოსმენის გარეშე, წყვეტს ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებული საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნებს. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე სასამართლოს გამოაქვს დადგენილება. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში ტარდება ზეპირი მოსმენა ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. |