FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

article  65

დასკვნითი დებულებები.
1. ეს კოდექსი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1872 - სსმ I , № 41, 19.07.2005წ., მუხ.295
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

article  65

დასკვნითი დებულებები. . . . . . . სარკინიგზო ინფრასტრუქტურა შედგება ქვემოთ ჩამოთვლილი კომპონენტებისგან/დეტალებისგან, რომლებიც არის მთავარი ლიანდაგის ნაწილი, მისასვლელი ლიანდაგის ჩათვლით, თუმცა იმ ლიანდაგის გამოკლებით, რომელიც მდებარეობს სარკინიგზო სარემონტო სახელოსნოში, დეპოში ან ლოკომოტივის ფარეხში, აგრეთვე კერძო მისასვლელ ლიანდაგზე ან განშტოებაში: − მიწის ნაკვეთი; − სარკინიგზო ლიანდაგი და მიწის ვაკისი, კერძოდ, ყრილები, ჭრილები, წყალსარინი არხები და ღარები, კლდოვანი თხრილები, წყალგამტარი მილები, დამჭერი კედლები, ფერდობების დამცავი ფილები და სხვა, სამგზავრო და სატვირთო ბაქნები (მათ შორის, სამგზავრო სადგურებსა და სატვირთო ტერმინალებში განთავსებული); ლიანდები და ლიანდაგების გვერდულები, კედლების კონტრფორსები, მესრები, ღობეები; ხანძარსაწინააღმდეგო ზოლები; გათბობის პუნქტის აპარატურა; გადაკვეთები და სხვა; თოვლისგან დამცავი ფარები; − საინჟინრო-ტექნიკური კონსტრუქციები: ხიდები, წყალგამტარები და სხვა გზაგამტარები, გვირაბები, დახურული ჭრილები და სხვა მიწისქვეშა გასასვლელები; დამჭერი კედლები, ზვავებისგან, ქვების ჩამოცვენისა და სხვა მოვლენებისგან დამცავი კონსტრუქციები; − სარკინიგზო გადასასვლელები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებების ჩათვლით;
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

article  65

− ლიანდაგის ზედა ნაშენი, კერძოდ: რელსები და კონტრრელსები; შპალები და ისრული გადამყვანების ძელები, სამაგრები, ბალასტი, ღორღისა და ქვიშის ჩათვლით; გადასასვლელები და სხვა; მოსაბრუნებელი მოწყობილობები (წრეები) და ტრავერსები (გარდა ექსკლუზიურად ლოკომოტივებისთვის განკუთვნილისა); − მგზავრების მისასვლელად და ტვირთის მისატანად განკუთვნილი გზები, მათ შორის, საავტომობილო და საქვეითო გზები; − გადასარბენებზე, სადგურებსა და მახარისხებელ სადგურებში (გორაკებზე) არსებული უსაფრთხოების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები, მათ შორის, ვაგონშემაყოვნებლები, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობისთვის ელექტროდენის გამომმუშავებელი, გარდამქმნელი და გამანაწილებელი დანადგარები; ასეთი მოწყობილობებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობები; − მგზავრობისა და უსაფრთხოების მიზნებისთვის საჭირო სანათი მოწყობილობები; − მატარებლების წევისთვის განკუთვნილი, ელექტროენერგიის გადამცემი და გარდამქმნელი დანადგარები/მოწყობილობები: ქვესადგურები, ქვესადგურებსა და საკონტაქტო სადენებს შორის არსებული მკვებავი კაბელები, საკონტაქტო ქსელი და საყრდენები; − ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ გამოყენებული შენობები, ტრანსპორტირების საფასურის გადასახდელი აპარატების ჩათვლით.