Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ article 6 ფონდის სამეთვალყურეო საბჭო. 1. სამეთვალყურეო საბჭო შედგება ფონდის წესდებით გათვალისწინებული რაოდენობის წევრებისგან. სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს ფონდის აქციონერთა საერთო კრება. 3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად მოსაწვევი პირის შერჩევის პირობები/კრიტერიუმები, აგრეთვე მისი თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესები განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფონდის წესდებით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საქმიანობა ანაზღაურდება ფონდის აქციონერთა საერთო კრების მიერ დადგენილი ოდენობითა და წესით. 4. სამეთვალყურეო საბჭო დირექტორთა საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე ხმათა უმრავლესობით იღებს საინვესტიციო პროექტის დაფინანსების მიმართულებების, კრიტერიუმებისა და წესების შესახებ გადაწყვეტილებას ფონდის წესდების შესაბამისად. 5. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობის/შესრულების მონიტორინგს, აგრეთვე ფონდის წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |