Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ენერგოეფექტურობის შესახებ article 12 ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები. 1. ადმინისტრაციული ორგანოები უზრუნველყოფენ ენერგიის მოხმარების ეფექტურობისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის სამინისტროსგან მიღებული რეკომენდაციების დანერგვას. 2. ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოები ხელს უწყობენ ენერგომომსახურების მიმწოდებელსა და ენერგომომსახურების მიმღებს შორის ურთიერთობას შემდეგი საშუალებებით: ა) საქართველოს მთავრობა ეესგ-ით გათვალისწინებული ღონისძიებებით ხელს უწყობს ენერგომომსახურების მიმწოდებელს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაში; ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებებით განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესები და სახელმძღვანელო პრინციპები და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესი ადმინისტრაციული ორგანოს (როგორც ენერგომომსახურების მიმღების) სარგებლობაში არსებული შენობისა და სხვა აქტივების ენერგომომსახურებისთვის. |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 12 ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები. . . . 3. ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო ვალდებულია: ა) მუდმივად იზრუნოს ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშემშლელი პირობების შემცირებასა და აღმოფხვრაზე. თუ ენერგიის მიმწოდებელი ან ენერგიის გამანაწილებელი აფერხებს ენერგომომსახურებაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, სამინისტრო უფლებამოსილია მას მოსთხოვოს ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის შეწყვეტა და დააკისროს პასუხისმგებლობა ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად; ბ) საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სამინისტროს მიერვე დამტკიცებული ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ნიმუში; |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 12 ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები. . . . . გ) უზრუნველყოს ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საუკეთესო პრაქტიკის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება; დ) უზრუნველყოს ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიების სიისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ექსპერტების რეესტრის ხელმისაწვდომობა; |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 12 ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები. . . . . . ე) სახელმწიფო და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშაოს და დაამტკიცოს ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებისთვის ანგარიშსწორების წესები. |