FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  48

მოთხოვნები საზღვაო-საწვრთნელი კურსების მიმართ.
1. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება სააგენტოს აწვდის თითოეულ საზღვაო-საწვრთნელ კურსზე ჩარიცხულ მსმენელთა სიას არაუგვიანეს კურსის დაწყების პირველი დღისა.
2. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება ყოველი საზღვაო-საწვრთნელი კურსის დასრულებისთანავე წარუდგენს სააგენტოს წარმატებულ კანდიდატთა სიას, მათი სათანადო ქულების მითითებით.
3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება უზრუნველყოფს, რომ:
    ა) მეზღვაურთა სწავლება და შეფასება განხორციელდეს წერილობითი პროგრამების შესაბამისად, რომლებიც შეიცავს კომპეტენციის სტანდარტების მისაღწევ მეთოდებს (აუდიო-, მედიაუზრუნველყოფის პროცედურებსა და საკურსო მასალებს);
    ბ) მეზღვაურთა სწავლება და შეფასება განახორციელონ, გააკონტროლონ და შეაფასონ ამ კანონის 48-1 მუხლის შესაბამისად კვალიფიციურმა პირებმა;
    გ) ინსტრუქტორი, ზედამხედველი და შემფასებელი, რომლებიც ახორციელებენ მეზღვაურთა სწავლებასა და შეფასებას, იყვნენ სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირები, რომლებსაც შეუძლიათ მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის განსაზღვრული ტიპებისა და დონეების ან კომპეტენციის შეფასება როგორც გემზე, ისე ნაპირზე, ამ კანონის დებულებათა შესაბამისად.
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  48

4. პირები, რომლებიც ახორციელებენ მეზღვაურთა წვრთნასა და შეფასებას გემზე, ვალდებული არიან, ეს გააკეთონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი წვრთნა და შეფასება უარყოფით გავლენას არ მოახდენს გემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე და თუ მათ შეუძლიათ სათანადო დრო და ყურადღება დაუთმონ ამ წვრთნასა და შეფასებას.
5. პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის თანახმად სერტიფიცირებისთვის საჭირო მეზღვაურის პრაქტიკულ სწავლებას გემზე ან ნაპირზე, ვალდებულია:
    ა) ჰქონდეს საზღვაო-საწვრთნელი პროგრამის განხორციელების აღიარება და სრულად ჰქონდეს გააზრებული განსაკუთრებული ტიპის წვრთნის სპეციფიკური ხასიათი;
    ბ) ჰქონდეს იმ ამოცანის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, რომლისთვისაც ტარდება წვრთნა;
    გ) წვრთნის სიმულატორის გამოყენებით ჩატარებისას ჰქონდეს სათანადო გამოცდილება სიმულატორის გამოყენებით წვრთნის ჩატარების ტექნიკაში და კონკრეტული ტიპის სიმულატორის ექსპლუატაციის პრაქტიკული გამოცდილება.
6. პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის თანახმად სერტიფიცირებისთვის საჭირო მეზღვაურის კვალიფიკაციის პრაქტიკულ შეფასებას გემზე ან ნაპირზე, ვალდებულია:
    ა) ჰქონდეს სათანადო ცოდნა და კვალიფიკაცია შეფასების განსახორციელებლად;
    ბ) იყოს კვალიფიციური იმ საკითხებში, რომლებსაც აფასებს;
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  48

გ) მიღებული ჰქონდეს სათანადო მითითებები და ინსტრუქციები შეფასების მეთოდებსა და პრაქტიკაში;
    დ) ჰქონდეს შეფასების განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება.
7. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები ვალდებული არიან, თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსონ საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამები და საწვრთნელი პროგრამები და კურსები, ასევე პერიოდულად განაახლონ ისინი შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  48

მუხლი 48-1. მინიმალური მოთხოვნები საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის მიმართ  1. ინსტრუქტორი, ზედამხედველი, შემფასებელი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა, ვალდებულია:
    ა) ჰქონდეს შესაბამის საწვრთნელ კურსთან დაკავშირებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
    ბ) ჰქონდეს 3-წლიანი სწავლების გამოცდილება ბოლო 10 წლის განმავლობაში ან გავლილი ჰქონდეს ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის მომზადების კურსი;
    გ) გავლილი ჰქონდეს სიმულატორზე დაფუძნებული საწვრთნელი კურსის მომზადების კურსი და ჰქონდეს კონკრეტული ტიპის სიმულატორის პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება, თუ საწვრთნელი კურსი დაფუძნებულია სიმულატორზე.
2. შემფასებელს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა:
    ა) გავლილი უნდა ჰქონდეს მეზღვაურთა შეფასების მეთოდიკასთან დაკავშირებული მომზადება;
    ბ) სიმულატორის მეშვეობით შეფასებისას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.