Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ article 3 ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუმერაციის, დასახელებისა და სიგრძის განსაზღვრის წესი. 1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დასახელებაში უნდა შედიოდეს სახელწოდება საწყისი და ბოლო დასახლებული პუნქტებისა, რომლებსაც აკავშირებს გზა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ძირითადი შუალედური დასახელებული პუნქტების სახელწოდებაც. დაიშვება გზების დასახელება ბოლო დასახლებული პუნქტის სახელწოდების მიხედვით, გეოგრაფიული ან სხვა ობიექტების ისტორიული მნიშვნელობის და ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით. 2. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კილომეტრაჟის გამოანგარიშებისათვის საწყის და ბოლო წერტილებად მიიღება: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ სოხუმიდან გამავალი საავტომობილო გზებისათვის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია; ბ) დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან შემაერთებელი გზებისათვის – ფოსტა ან დასახლებული პუნქტის ცენტრში განლაგებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობანი; გ) სხვა გზების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზებისათვის – შეუღლებული გზების ღერძების გადაკვეთა; დ) გეოგრაფიული, ისტორიული ან სხვა ობიექტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზებისათვის – ამ ობიექტის საზღვრები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ. |