Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროკურატურის შესახებ article 40 უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლები. 1. პროკურატურის თანამშრომლის უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლებია: ა) შვებულება; ბ) დროებითი შრომისუუნარობა, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლით; გ) დაკავება ან ადმინისტრაციული პატიმრობა; დ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე; ე) კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. 2. პროკურატურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო, საკლასო დანამატი, წოდებისთვის დადგენილი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელს უნარჩუნდებათ აგრეთვე რანგის დანამატი. |