Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ article 33 კერძო სექტორთან კონკურენციის დაძლევის შესაძლებლობა. 1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს იმ პროფესიათა/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხა და შესაბამისი შრომის ანაზღაურების წესი, რომელთათვისაც მოითხოვება ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია, რომლებიც შრომის ბაზარზე იშვიათი და დეფიციტურია, ან/და რომელთა შესაბამისი შრომის ანაზღაურება კერძო სექტორში მნიშვნელოვნად აღემატება საჯარო სამსახურში არსებულ შრომის ანაზღაურებას. 2. საჯარო დაწესებულების მიმართვის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ადგენს კონკრეტული თანამდებობისთვის/პოზიციისთვის განსაზღვრულ ფუნქციათა ერთობლიობის შინაარსის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხასთან შესაბამისობას. |