Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
მედიაციის შესახებ article 10 კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება. 1. მედიაციის პროცესი კონფიდენციალურია. ასევე კონფიდენციალურია ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან, თუ ამ ინფორმაციის გამცემ პირსა და მხარეს/მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აგრეთვე თუ ინფორმაციის გამჟღავნება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების მომენტის განსაზღვრისათვის აუცილებელი არ არის. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მედიაციის მონაწილეებმა არ შეიძლება გამოიყენონ სასამართლო ან საარბიტრაჟო განხილვის დროს ან დავის ნებისმიერი სხვა საშუალებით განხილვის პროცესში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. მედიატორს უფლება არ აქვს, მხარეს მიაწოდოს მეორე მხარის მიერ მისთვის ინდივიდუალური კომუნიკაციის დროს გამჟღავნებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მედიატორს მეორე მხარისაგან მიღებული აქვს აშკარა თანხმობა აღნიშნული ინფორმაციის მხარისათვის მიწოდებაზე. 4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) აუცილებელია პირის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაცვა ან თავისუფლების უზრუნველყოფა ანდა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა; |
მედიაციის შესახებ article 10 ბ) ინფორმაციის წარდგენა ხდება სამედიაციო მორიგების შედგენის ფაქტის დასამტკიცებლად, როდესაც მეორე მხარე სადავოს ხდის ან უარყოფს ამ ფაქტს; გ) მხარე ვალდებულია შეასრულოს მედიაციის დაწყებამდე ნაკისრი სამართლებრივი ვალდებულება, გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი მეორე მხარისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად შეზღუდული მოცულობით გამჟღავნდება; დ) ინფორმაციის გამჟღავნება სასამართლოს ან სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე სხვა გადაწყვეტილებითაა გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ინფორმაცია მაქსიმალურად შეზღუდული მოცულობით გამჟღავნდება და ამის შესახებ შესაბამის მხარეს წინასწარ ეცნობება; ე) ინფორმაციის გამჟღავნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოძიებისთვისაა აუცილებელი. ამ შემთხვევაში ინფორმაცია მაქსიმალურად შეზღუდული მოცულობით გამჟღავნდება და ამის შესახებ შესაბამის მხარეს წინასწარ ეცნობება; ვ) სამედიაციო მორიგების შინაარსის გამჟღავნება აუცილებელია მის ნებაყოფლობით შესასრულებლად ან იძულებით აღსასრულებლად; |
მედიაციის შესახებ article 10 ზ) სამართლებრივი ან დისციპლინური დავა მიმართულია ინფორმაციის გამცემი პირის წინააღმდეგ და გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან, ამასთანავე, ამ ინფორმაციის გამჟღავნება აღნიშნული პირის სამართლებრივი ინტერესების დაცვისთვისაა აუცილებელი; თ) მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას კონფიდენციალურობის დაცვის პირობით გამჟღავნებული ინფორმაცია მხარისათვის მედიაციის დაწყებამდე იყო ცნობილი ან იგი მან კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებით მიიღო, ან ეს ინფორმაცია სხვაგვარად მოხვდა საჯარო სივრცეში, ისე, რომ მხარეს ამ მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება პირდაპირ ან არაპირდაპირ არ დაურღვევია. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონფიდენციალური ინფორმაციის უფლებამოსილი პირისათვის ან ორგანოსათვის გამჟღავნება მხოლოდ კანონიერი მიზნის ადეკვატური და პროპორციული მოცულობით უნდა მოხდეს, ისე, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა მესამე პირისაგან. 6. მედიატორი ვალდებულია მედიაციის დაწყებამდე მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებისა და მისი ფარგლების შესახებ. |
მედიაციის შესახებ article 10 7. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება მოქმედებს მედიაციის დასრულების შემდეგაც, თუ მხარეებსა და მედიატორს შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებისას მისი მიმღები პირი ვალდებულია დაიცვას ეს ინფორმაცია გავრცელებისაგან. |