Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მაუწყებლობის შესახებ article 3510 საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი. 1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით, რომელიც იწყება წინა დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი თანამდებობაზე წინა დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა – მისი დანიშვნის მომენტიდან. დირექტორის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი დანიშვნიდან 3 წლის თავზე, იმ თვის იმ რიცხვის წინა დღეს, რომელი თვის რომელ რიცხვშიც დაიწყო იგი. 2. დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. 3. დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებები და წარდგინებები მიიღება ღია კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს. |
მაუწყებლობის შესახებ article 3510 4. დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი და აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. 5. დირექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს დირექტორობის კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს დირექტორს. 6. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დირექტორთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს. 7. დირექტორი ხელმძღვანელობს ამ კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებითა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით, წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში. |