FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

მეწარმეთა შესახებ

article  184

საერთო კრების კომპეტენცია.
1. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებებს ამ კანონითა და წესდებით საერთო კრების კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის:
    ა) წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ, წესდების ახალი რედაქციის მიღების შესახებ;
    ბ) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე;
    გ) სააქციო საზოგადოების მართვის სისტემის (მონისტური ან დუალისტური) შეცვლის შესახებ;
    დ) სააქციო საზოგადოების რეორგანიზაციის შესახებ;
    ე) სააქციო საზოგადოების დაშლის, ლიკვიდატორის დანიშვნის, შუალედური და საბოლოო სალიკვიდაციო ბალანსების დამტკიცების შესახებ;
    ვ) სააქციო საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვის ნებართვის გაცემის შესახებ;
    ზ) განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ;
    თ) სამეთვალყურეო საბჭოს (მართვის დუალისტური სისტემის შემთხვევაში) ან ხელმძღვანელი ორგანოს (მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში) შემადგენლობის, წევრების რაოდენობის, მათი არჩევის, ვადამდე გამოწვევის, ანაზღაურების ოდენობისა და სტრუქტურის განსაზღვრის შესახებ;
    ი) სააქციო საზოგადოების აუდიტის ანგარიშის დამტკიცებისა და აუდიტის განმახორციელებელი პირის შერჩევის შესახებ;
    კ) ფინანსური ანგარიშის დამტკიცებისა და დივიდენდის განაწილების შესახებ;
    ლ) საერთო კრების მიმდინარეობის წესის დადგენისა და ხმის დამთვლელი კომისიის არჩევის შესახებ;
მეწარმეთა შესახებ

article  184

მ) სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს/პირების და სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესში მონაწილეობის შესახებ, მათ შორის, აღნიშნული პროცესისთვის წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე;
    ნ) თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სააქციო საზოგადოების მიერ იმ ქონების შეძენის, გასხვისების, გაცვლის (ერთმანეთთან დაკავშირებული გარიგებების) ან სხვაგვარად დატვირთვის შესახებ, რომლის ღირებულება სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების ნახევარზე მეტს შეადგენს, გარდა ისეთი გარიგებისა, რომელიც ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას ეხება;
    ო) აქციათა რაოდენობის, ნომინალური ღირებულების, კლასებისა და მათთან დაკავშირებული უფლებების განსაზღვრის შესახებ;
    პ) აქციათა ნომინალური ღირებულების ცვლილების ან დამატებითი აქციების განთავსების შესახებ;
    ჟ) ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ გარიგებაზე თანხმობის გაცემის შესახებ;
    რ) სხვა იურიდიული პირის დაფუძნების ან წილობრივი მონაწილეობის შესახებ;
    ს) ხელმძღვანელ პირთა ანაზღაურების ფორმისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ;
    ტ) აქციების დემატერიალიზაციის შესახებ.
მეწარმეთა შესახებ

article  184

2. წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“−„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება შეიძლება გადაეცეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელ ორგანოს.
3. საერთო კრებას არ აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილებები იმ საკითხებზე, რომლებიც სხვა ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ორგანოები საერთო კრებას მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტის თხოვნით მიმართავენ.