Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 1 კანონის მოქმედების სფერო. 1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ, კომერციულ საქმიანობაში ჩართულ გემზე მეზღვაურების დასაქმებისა და საქმიანობის წესებს, აგრეთვე საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის/გემთმფლობელის მიერ ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურთა დასაქმების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს. 2. ეს კანონი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) (შემდგომ − კონვენცია), მისი რეგულაციებისა და MLC კოდექსის საფუძველზე, ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით. 3. მეზღვაურთა დასაქმებასა და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომლებსაც ეს კანონი არ არეგულირებს, ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“: ა) II თავი − „შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა“; ბ) IX თავი − „შრომის პირობების დაცვა“, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) XI თავი − „გაერთიანების თავისუფლება“; დ) XII თავი − „კოლექტიური ხელშეკრულება“, იმ პირობით, რომ კოლექტიური ხელშეკრულების არცერთი დებულება არ ეწინააღმდეგება ამ კანონს. |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 1 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომის პირობების დაცვის საკითხზე ვრცელდება აგრეთვე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. |