FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  15

ბავშვის მიერ ინფორმაციის მიღების უფლება.
1. ბავშვს უფლება აქვს, მიიღოს საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სხვა თემების შესახებ ინფორმაცია, რომელიც სასარგებლოა მისი ფიზიკური, გონებრივი, ინტელექტუალური, ფსიქოსოციალური და კულტურული განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. # # 2. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვისთვის საკუთარი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მისი ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, ბავშვისთვის ხელმისაწვდომი კომუნიკაციის საშუალებებით მიწოდება.
3. სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვისთვის მასობრივი ინფორმაციის ეროვნული და საერთაშორისო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციისა და საგანმანათლებლო-შემეცნებითი მასალების ხელმისაწვდომობას, რომლებიც მის ფსიქოსოციალურ კეთილდღეობას, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეხება.
4. მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ ბავშვის კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა უფლებების სათანადოდ გაშუქების მიზნით სახელმწიფო ხელს უწყობს:
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  15

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებას ისეთი ინფორმაციისა და მასალების გავრცელებაში, რომლებიც შეიცავს ბავშვის კულტურული და სოციალური განვითარებისთვის სასარგებლო ინფორმაციას, ბავშვის განათლების მიზნების შესაბამისად, ბავშვთა სხვადასხვა ენობრივი საჭიროების გათვალისწინებით;
    ბ) საერთაშორისო თანამშრომლობას ბავშვის განვითარებისთვის სასარგებლო ინფორმაციის მრავალფეროვანი ეროვნული და საერთაშორისო წყაროებიდან გაცვლის, გავრცელებისა და მომზადების სფეროში;
    გ) საბავშვო ლიტერატურის განვითარებასა და გავრცელებას;
    დ) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისა და მასალებისგან ბავშვის დაცვის სახელმძღვანელო წესების შემუშავებასა და გავრცელებას.
5. სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებისა და მათი დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციის პასუხისმგებელი უწყებების მეშვეობით, ბავშვისთვის გასაგები ენით და მისთვის ხელმისაწვდომი კომუნიკაციის საშუალებებით გავრცელებას.