FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  80

საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსი.
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი საქონელი საქართველოს საქონლად მიიჩნევა, ვიდრე არ დადგინდება მისი, როგორც უცხოური საქონლის, სტატუსი.
2. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი არ გამოიყენება, ხდება საქონლისთვის საქართველოს საქონლის სტატუსის დადასტურება.
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში იმ საქონელს, რომელიც მთლიანად მიღებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, არ აქვს საქართველოს საქონლის სტატუსი, თუ ის მიღებულია დროებით შენახული საქონლისგან ან ტრანზიტის, საბაჟო საწყობის, დროებით შემოტანის ან შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლისგან.
4. საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსის მინიჭების, დადასტურებისა და შემოწმების წესები, აგრეთვე ცალკეული შემთხვევები, როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული საქონელი საქართველოს საქონლის სტატუსის მქონე საქონლად არ მიიჩნევა, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.