FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  4

ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება.
1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი.
2. საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. მისი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია.
3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნული ბანკი შეისწავლის წარდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობას. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობითი მიმართვის მიღებამდე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელთან გამართოს შესაბამისი კონსულტაციები.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  4

4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წერილობითი მიმართვის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ეროვნული ბანკი ამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ფორმალურ შესაბამისობას ამ კანონის მე-3, 3-1 მუხლებითა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ ლიცენზიის მაძიებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას სრულყოფილად არ წარადგენს, ეროვნული ბანკი ლიცენზიის მაძიებელს უდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე უარს ეუბნება. ლიცენზიის მაძიებლის მიერ სრულყოფილი წერილობითი მიმართვის წარდგენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი წერილობით უდასტურებს პირს მის მიღებას, რომელშიც მიეთითება ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  4

5. ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციასა და ინფორმაციას განიხილავს სრულყოფილი წერილობითი მიმართვის მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 6 თვის ვადაში. განხილვის პერიოდში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მოითხოვოს ნებისმიერი სხვა, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში ჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება და განისაზღვრება ვადა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარსადგენად (მათ შორის, რამდენჯერმე). ლიცენზიის მაძიებლის მიერ ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა ვადის დინების განახლების საფუძველია, ხოლო დადგენილ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობა – ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. განხილვის შედეგად, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს წერილობით აცნობებს ლიცენზიის გაცემაზე თანხმობას ან დასაბუთებულ უარს, თუ ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სალიცენზიო მოთხოვნებს.
6. ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.