Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 314 1. საკონსტიტუციო სასამართლო წინასწარ ატყობინებს მოსარჩელეს, კონსტიტუციური წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს განმწესრიგებელი სხდომის გამართვის თარიღს. 2. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, ხოლო მოსარჩელის, წარდგინების ავტორის ან მათი წარმომადგენლების წერილობითი განცხადების საფუძველზე − ვალდებულია, განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს მოსარჩელე, წარდგინების ავტორი, მათი წარმომადგენლები და ინტერესების დამცველები და მოისმინოს მათი განმარტებები ამ კანონის 31-3 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე. 3. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს მოპასუხე, მისი წარმომადგენელი, ინტერესების დამცველი და მოისმინოს მათი განმარტებები. 4. ამ კანონის 25-ე მუხლის 4-1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, ხოლო მხარეთა, წარდგინების ავტორთა ან მათი წარმომადგენლების წერილობითი განცხადების საფუძველზე − ვალდებულია, განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს მოსარჩელე, წარდგინების ავტორი, მოპასუხე, მათი წარმომადგენლები, ინტერესების დამცველები და მოისმინოს მათი განმარტებები. 5. საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის შესახებ დგება ოქმი ამ კანონის 43-1 მუხლით დადგენილი წესით. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 314 6. ეს მუხლი არ ვრცელდება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება ან საოქმო ჩანაწერი მიღებიდან 2 დღის ვადაში ეგზავნებათ მხარეებს. |