FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საზღვაო კოდექსი

article  363

1. გარემოება, რომელიც შეიძლება გახდეს ქონებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი ტვირთის გამგზავნის, გადამზიდავის და მიმღების, ასევე მგზავრთა გადამყვანის მიმართ, უნდა დადასტურდეს წერილობით, დამოუკიდებელი სურვეირის პატაკით ან აქტით. 2.საზღვარგარეთის ნავსადგურში ამ გარემოებათა წერილობითი დამოწმება ხდება ადგილობრივი წესების შესაბამისად.
3. პატაკი ან აქტი უნდა შედგეს შემდეგ გარემოებათა დასამოწმებლად:
    ა) შეუსაბამობა ტვირთის ან ბარგის ფაქტობრივ დასახელებას, მასას, ტვირთის ან ბარგის ადგილების რაოდენობას და გადატვირთვის საბუთებში შეტანილ მონაცემებს შორის;
    ბ) ტვირთის ან ბარგის დაზიანება ან გაფუჭება;
    გ) უსაბუთო ტვირთის, ბარგის ან იმ საბუთების აღმოჩენა, რომლებსაც არ ახლავთ ტვირთი და ბარგი;
    დ) გადამზიდავისათვის მოპარული ტვირთისა და ბარგის დაბრუნება; 4. პატაკის ან აქტის ფორმა, მისი შედგენის წესი, აგრეთვე ის გარემოებები, რომელიც აქტის შედგენას არ საჭიროებს, განისაზღვრება დამოუკიდებელი სურვეიერის მიერ მიღებული წესების ან რეკომენდაციების შესაბამისად.