FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 13

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

article  28

გარდამავალი დებულებები.
1. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ:
    ა) მიიღოს დადგენილება დაწესებულების ავტორიზაციის წესის დადგენის თაობაზე;
    ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის, დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
    გ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
    დ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
    ე) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
    ვ) დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
    ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესისა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

article  28

2. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ აღმზრდელ-პედაგოგის შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.
3. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ:
    ა) (ამოღებულია - 20.09.2018, №3449);
    ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემის შესამუშავებლად გამოსცეს ნორმატიული აქტი;
    გ) აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების შემუშავებისა და მუნიციპალიტეტებისთვის მათ გადამზადებაში ხელის შეწყობის მიზნით გამოსცეს ნორმატიული აქტი.
4. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტის საკრებულომ:
    ა) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
    ბ) სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
    გ) დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

article  28

დ) დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
    ე) საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.
5. ამ კანონის რეგულირების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათში ცვლილებების შეტანამდე ან მათ გაუქმებამდე.
6. დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნებისთვის გარდამავალ პერიოდად ითვლება პერიოდი 2030 წლის 1 იანვრამდე.
7. გარდამავალ პერიოდში დაწესებულებების ავტორიზაციას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ − ცენტრი).
8. გარდამავალ პერიოდში, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა, საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებით წესს (შემდგომ − დროებითი წესი).
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

article  28

81. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გარდამავალ პერიოდში უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე მოიპოვოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლება დროებითი წესის შესაბამისად.
9. გარდამავალ პერიოდში დაწესებულებების ავტორიზაციის  განსახორციელებლად:
    ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დაწესებულებათა პირველადი რეგისტრაციის მიზნით არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა ქმნის შესაბამის ელექტრონულ სისტემას (შემდგომ − რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა);
    ბ) დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე ახორციელებს საქმიანობას ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, ვალდებულია 2022 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში;
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

article  28

ბ-1) ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, ვალდებულია 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში;
    გ) ამ პუნქტის „ბ“ ან „ბ-1“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული დაწესებულება/ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმე ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია ცენტრს არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა წარუდგინოს თვითშეფასება დროებითი წესის შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნული ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2024 წლის 1 იანვრამდე დააფუძნოს იურიდიული პირი ამ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად;
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

article  28

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი თვითშეფასებების ანალიზის შედეგად ცენტრის მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით მტკიცდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული და ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაფუძნებული იურიდიული პირების  მიერ ავტორიზაციის გავლის განრიგი.
91. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი თვითშეფასებების ანალიზის შედეგად ცენტრის მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით მტკიცდება ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირების  მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების განრიგი.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

article  28

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ან „ბ-1 პუნქტით განსაზღვრული განრიგის გათვალისწინებით აღნიშნული დაწესებულების მიმართ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
12. თუ დაწესებულება/ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმე ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმე ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს თვითშეფასებას, ან აღნიშნული ინდივიდუალური მეწარმე არ დააფუძნებს იურიდიულ პირს ან იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით/ამ მუხლის 91 პუნქტით განსაზღვრული განრიგით დადგენილ ვადაში არ წარადგენს ავტორიზაციის განაცხადს/სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების განაცხადს, მას უუქმდება ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლება.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

article  28

13. დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე არ ახორციელებდა საქმიანობას ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, გარდამავალ პერიოდში ავტორიზაციას გაივლის დროებითი წესის შესაბამისად. ეს წესი ვრცელდება გარდამავალ პერიოდში დაწესებულების მიერ ხელახალი ავტორიზაციის განაცხადის (ავტორიზაციაზე უარის მიღების შემთხვევაში) ან ახალი ავტორიზაციის განაცხადის (დამატებით ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების სურვილის შემთხვევაში) წარდგენაზე ან ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულებისთვის საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმებაზე.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

article  28

14. გარდამავალ პერიოდში დაწესებულების ავტორიზაციის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭო). ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს წევრთა საქმიანობა ანაზღაურებადი არ არის. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება დროებითი წესით.
15. ავტორიზაციის საბჭო დროებითი წესის შესაბამისად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
    ა) ავტორიზაციის მინიჭების შესახებ;
    ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;
    გ) ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ;
    დ) ავტორიზაციის შეჩერების შესახებ;
    ე) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების შესახებ;
    ვ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ.
16. დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება დროებითი წესით.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

article  28

17. დაწესებულებისთვის საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმების ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იურიდიული პირი უფლებამოსილია ცენტრს ავტორიზაციის განაცხადი წარუდგინოს საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმების თარიღიდან ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.
18. ავტორიზაციის მინიჭების შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების მიერ ავტორიზაციის განაცხადის წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
19. გარდამავალ პერიოდში ცენტრი უზრუნველყოფს ავტორიზებული დაწესებულების მიერ მიწოდებული ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად მონიტორინგის განხორციელებას დროებითი წესის შესაბამისად. გარდამავალ პერიოდში ცენტრი ასევე ვალდებულია დაწესებულების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული არანაკლებ 10 ბავშვის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მოთხოვნით განახორციელოს ამ დაწესებულების მონიტორინგი.