FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  42

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება არ აქვს:
    ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი;
    ბ) ეკავოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირის თანამდებობა, გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის თანამდებობისა;
    გ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც პირს ირჩევს ან პირის დანიშვნაზე თანხმობას იძლევა საქართველოს პარლამენტი;
    დ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც პირს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
    ე) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც პირს ირჩევენ, ნიშნავენ ან ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები;
    ვ) იმუშაოს სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  42

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა. .
    ზ) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე;
    თ) იმუშაოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;
    ი) იმუშაოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მერიაში;
    კ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საწარმოს (საწარმოების) მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა), აგრეთვე იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე;
    ლ) იმუშაოს სხვა ქვეყნის საჯარო სამსახურში.