Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 8
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 119 სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა. გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. 2. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 15 ლარის ოდენობით. 21. იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი, ან იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი და რომლის არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები არ არის დამაგრებული, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 119 3 -5 . ამ მუხლის 3 -4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 3 -6 . ამ ნაწილით ან ამ მუხლის 3 -5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის 3 -4 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − 4. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ფიზიკური პირის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 7. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება არაუმეტეს 10%-ით აღემატება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილ ნორმებს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 71. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება 10%-ზე მეტით აღემატება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილ ნორმებს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 119 72. ამ მუხლის მე-7 ან 7-1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში იმავე ქმედების მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 1. ამ კოდექსის 115-2, 116-ე, 118-ე−118-2, 119-ე, 120-ე−121-1 და 123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) და 127-1 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან სარეგისტრაციო დოკუმენტების უქონლობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დროებით, საქმის განხილვამდე ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება და ის გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემდეგ. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, თუ მას აქვს ისეთი ტექნიკური გაუმართაობა, რომლის არსებობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 119 3. ამ კოდექსით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებად მიიჩნევა ყველა სახეობის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე ტრამვაი და ტროლეიბუსი. 4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1-1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. 6. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. 7. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება პირზე, რომლის სატრანსპორტო საშუალების მინების დამუქება არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 119 9. ამ მუხლის მე-7, 7-1 ან 7-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მძღოლს ჯარიმის დაკისრებასთან ერთად სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3-დღიანი ვადა. აღნიშნულ ვადაში მას არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ მუხლის მე-7, 7-1 ან 7-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 91. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პოლიციელი უფლებამოსილია მძღოლი ჩამოაშოროს სატრანსპორტო საშუალების მართვას. ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანიდან 10 დღის გასვლის შემდეგ, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის საფუძველზე. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, თუ მას აქვს ისეთი ტექნიკური გაუმართაობა, რომლის არსებობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 119 10. ამ მუხ ლის პირველი, მე-5 და მე-6 ნაწილების მოქმედება, აგრეთვე ამ კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილის (გარდა ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევისა), 121-1 მუხლის მე-3 ნაწილის, 125-ე მუხლის პირველი, 1-1, 5-1−მე-6, 6-2, მე-7−9-2, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებისა და 125-2−125-4 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დაუშვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე და აღნიშნული ეტაპის მიმდინარეობისას მასში მონაწილეობს. 11. ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებისა და 125-2−125-4 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის მიმდინარეობისას. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 119 16. ამ მუხლის 2-1 ნაწილით გათვალისწინებული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 17. პოლიცია უფლებამოსილია ამ მუხლის 2-1 ნაწილით გათვალისწინებულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე შეზღუდოს იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის თვალი/ბორბლები არ აკმაყოფილებს ზამთრის საბურავით აღჭურვისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 119 18. ამ მუხლის 2-1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შეიძლება სამართალდამრღვევს დროებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დასრულებამდე ჩამოერთვას შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება და იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება მისი ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემთხვევაში. |