Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ article 34 ცხოველის ჯიში ითვლება სხვა ცხოველის ჯიშისაგან გამოყვანილად, თუ: ა) იგი გამოყვანილია საწყისი ჯიშისაგან ან იმ ჯიშისაგან, რომელიც თვითონ არის გამოყვანილი საწყისი ჯიშისაგან, და თუ ცხოველთა ამ ჯიშებში ნათლად არის გამოხატული საწყისი ჯიშის გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები; ამასთანავე, იგი საწყისი ჯიშისაგან ნათლად განსხვავდება ერთი ან რამდენიმე ნიშან-თვისებით, რომელიც (რომლებიც) ექვემდებარება აღწერას; ბ) მასში, გარდა გამრავლების პროცესისათვის დამახასიათებელი ცვალებადობისა, სრულად არის გამოხატული საწყისი ჯიშის გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები. |