Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 175 პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა. 1. პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშს, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პარლამენტი განიხილავს ამ მუხლით დადგენილი წესით. 2. ანგარიშს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. 3. პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას ანგარიშის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს და ანგარიშის საპარლამენტო განხილვის ვადებს. ამის შემდეგ ანგარიში განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებსა და ფრაქციებს. 4. პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს ანგარიშის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს. 5. წამყვანი კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში კომიტეტის სხდომაზე განიხილავს ანგარიშს, ამზადებს დასკვნას და მას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 175 6. ამ რეგლამენტის 161-ე და 163-ე მუხლებით, 164-ე მუხლის პირველი პუნქტით, 165-ე, 166-ე და 169-ე−173-ე მუხლებით, 174-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 217-ე და 218-ე მუხლებით გათვალისწინებული ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის, ფრაქციის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნულის მოთხოვნის უფლება შესაბამის სუბიექტს (გარდა წამყვანი კომიტეტისა) აქვს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით ანგარიშის თაობაზე დასკვნის პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. 7. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავალდებულოობა აღინიშნება წამყვანი კომიტეტის დასკვნაში. 8. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იგი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 175 9. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად გამოდის შესაბამისი თანამდებობის პირი ან შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად გამოდის საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები არ არის/არ არიან დანიშნული. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე თანამომხსენებლად გამოდის წამყვანი კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი. 10. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში მისი განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტი ამ ანგარიშს ცნობად იღებს ან უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება. 11. კანონითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს/თანამდებობის პირის მოხსენება, მიმოხილვა ან ინფორმაცია განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით. |