Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 5 ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების რეგულირების ძირითადი მიზანი. 1. ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების განხორციელება უზრუნველყოფს უსაფრთხოების ძირითად მიზანს – დაცულ იქნეს ადამიანი და გარემო მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან. 2. ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები უნდა განხორციელდ ეს შემდეგი ძირითადი ქმედებების გზით: ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და სტრატეგიის დადგენა; ბ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და დამტკიცება; გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში კონტროლის ინტეგრირებული სისტემის შექმნა და ამ სისტემის კოორდინაციის უფლებამოსილების მარეგულირებელი ორგანოსათვის დელეგირება; დ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება; ე) რადიაციული ავარიის შედეგად დაბინძურებულ ტერიტორიებზე საცხოვრებელი და სამეურნეო საქმიანობის განსაკუთრებული საგანგებო რეჟიმის პირობების დადგენა; ვ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა და სტრატეგიის დადგენა, რადიოაქტიურ ი ნარჩენების მართვის ეროვნული სისტემის შექმნა; |
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 5 ზ) რადიოაქტიური მასალებისა და წყაროების რეგულირებიდან ამოღების და რეგულირებიდან განთავისუფლების დონეების განსაზღვრა მათი შეუზღუდავი ან შეზღუდული გამოყენებისთვის; თ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების (დაცულობის) და ფიზიკური დაცვის სფეროებში ნორმატიული აქტების მიღება. |