FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 9

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  1

გ.ა) პირი, რომელიც მოქმედებს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი, წარმომადგენელი, მის მიერ დასაქმებული პირი ან მის სამსახურში მყოფი პირი, ან სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით, ან იმ პირის აგენტი, წარმომადგენელი, მის მიერ დასაქმებული პირი ან მის სამსახურში მყოფი პირი ან სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით და რომლის საქმიანობას მთლიანად ან უმეტესწილად, პირდაპირ ან არაპირდაპირ ზედამხედველობს, მართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან რომლის საქმიანობის სუბსიდირებას ახორციელებს უცხოური პრინციპალი, თუ აღნიშნული პირი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: გ.ა.ა) იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობს; გ.ა.ბ) იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში  მოქმედებს, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობების მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი;
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  1

გ.ა.გ) იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში მოიძიებს, აგროვებს, გამოყოფს ან გასცემს შემოწირულებას, სესხს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობას; გ.ა.დ) იგი საქართველოში წარმოადგენს უცხოური პრინციპალის ინტერესებს  ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულების ან თანამდებობის პირის წინაშე; გ.ბ) პირი, რომელიც თანხმდება, ნებას ავლენს ან უშვებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ან სახელშეკრულებო ურთიერთობის გარეშე იმოქმედოს, როგორც ამ მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა უცხოური პრინციპალის აგენტმა, ან რომელიც თავს უცხოური პრინციპალის აგენტად მოქმედად აჩვენებს ან წარმოაჩენს;
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  1

დ) ტერმინი „უცხოური პრინციპალის აგენტი“ არ მოიცავს ახალი ამბების მასობრივი გავრცელების იმ საშუალებას, ახალი ამბების მასობრივად გამავრცელებელ პირთა იმ გაერთიანებას, მასობრივი ინფორმაციის იმ ბეჭდურ საშუალებას, მასობრივი ინფორმაციის ბეჭდური საშუალებით გამავრცელებელ პირთა იმ გაერთიანებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოყალიბდა/შეიქმნა. ეს ტერმინი არ მოიცავს აგრეთვე იმ გაზეთს, იმ ჟურნალს, იმ პერიოდულ ბეჭდურ გამოცემას, იმ პუბლიკაციას, რომელიც საქართველოში გამოიცემა ახალი ამბების კეთილსინდისიერი გავრცელებით ან ჟურნალისტური საქმიანობის კეთილსინდისიერი განხორციელებით, მათ შორის, რეკლამის შეთავაზების ან მოზიდვის, პროდუქტის ან მომსახურების გამოწერის შეთავაზების ან სხვა სახის საზღაურის მეშვეობით. ამ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ახალი ამბების მასობრივი გავრცელების იმ საშუალებაზე, ახალი ამბების მასობრივად გამავრცელებელ პირთა იმ გაერთიანებაზე, მასობრივი ინფორმაციის იმ ბეჭდურ საშუალებაზე, მასობრივი ინფორმაციის ბეჭდური საშუალებით გამავრცელებელ პირთა იმ გაერთიანებაზე, აგრეთვე იმ გაზეთზე, იმ ჟურნალზე, იმ პერიოდულ ბეჭდურ გამოცემაზე, იმ პუბლიკაციაზე, რომლის არანაკლებ 80%-ის ბენეფიციარი მესაკუთრეები და რომლის მმართველები და ხელმძღვანელები (მათი არსებობის შემთხვევაში) საქართველოს მოქალაქეები არიან, რომელსაც არ ფლობს, არ ზედამხედველობს, არ მართავს, არ აკონტროლებს, არ აფინანსებს, რომლის სუბსიდირებას არ ახორციელებს და რომელსაც არანაირ პოლიტიკას არ განუსაზღვრავს ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოური პრინციპალი ან უცხოური პრინციპალის აგენტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად უნდა დარეგისტრირდეს;
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  1

ე) უცხო ქვეყნის ხელისუფლება − პირი ან პირთა ჯგუფი, რომელიც ნებისმიერ უცხო ქვეყანაში ან უცხო ქვეყნის ნაწილში ახორციელებს სუვერენულ ფაქტობრივ ან სამართლებრივ პოლიტიკურ იურისდიქციას, ან პირთა ჯგუფის დანაყოფი, პირთა ჯგუფი ან ორგანო, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ დელეგირებული აქვს აღნიშნული სუვერენული ფაქტობრივი ან სამართლებრივი უფლებამოსილება ანდა ფუნქცია, ან უცხო ქვეყნის მეამბოხეთა დაჯგუფება ან ორგანო, რომლის მიმართაც ივარაუდება, რომ იგი ხელისუფლების უფლებამოსილებას ახორციელებს, მიუხედავად იმისა, აღიარა თუ არა საქართველომ მეამბოხეთა ეს დაჯგუფება ან ორგანო;
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  1

ვ) უცხოური პოლიტიკური პარტია − უცხოური ორგანიზაცია, ფიზიკურ პირთა სხვა უცხოური გაერთიანება ან უცხოური ორგანიზაციის ან ფიზიკურ პირთა სხვა უცხოური გაერთიანების სტრუქტურული ერთეული ან ფილიალი, რომელიც მიზნად ისახავს, განახორციელოს ან რომელიც ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ორიენტირებულია უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოების ან მათი დანაყოფების ჩამოყალიბებაზე, მართვაზე, კონტროლზე, მართვის ან კონტროლის მოპოვებაზე, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოების ან მათი დანაყოფების პოლიტიკური ან საჯარო ინტერესების, პოლიტიკის განხორციელების ან ურთიერთობების ხელშეწყობაზე ან ამ ინტერესებზე, პოლიტიკის განხორციელებაზე ან ურთიერთობებზე გავლენის მოხდენაზე;
    ზ) მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში − პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მოიცავს უცხოური პრინციპალისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რჩევების მიცემას ან მის რაიმე ფორმით წარმომადგენლობას საზოგადოებასთან ურთიერთობების ნებისმიერ საკითხში, რომელიც ეხება უცხოური პრინციპალის პოლიტიკურ ან საჯარო ინტერესებს, მიდგომებს ან ურთიერთობებს;
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  1

თ) სარეკლამო აგენტი − პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის ჩართული ზეპირი, ვიზუალური, გრაფიკული, წერილობითი ან ილუსტრირებული ინფორმაციის ან სხვა სახის პუბლიკაციის გამოცემაში ან გავრცელებაში, მათ შორის, რეკლამით, წიგნებით, პერიოდული გამოცემებით, გაზეთებით, ლექციებით, მაუწყებლობით, კინოკადრებით ან სხვა საშუალებების გამოყენებით;
    ი) საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი − პირი, რომელიც აგროვებს, ავრცელებს ან აქვეყნებს პოლიტიკური, სამრეწველო, შრომითი, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა სახის სარგებლის, ფაქტების ან პირობების შესახებ ანგარიშებს, აღწერილობებს, ინფორმაციას ან მონაცემებს ნებისმიერი ქვეყნის (გარდა საქართველოსი) თაობაზე, ან აგროვებს, ავრცელებს ან აქვეყნებს მათ რომელიმე უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ანდა პარტნიორთა ჯგუფის, ასოციაციის, კორპორაციის, ორგანიზაციის ან ფიზიკურ პირთა სხვა გაერთიანების ინტერესების შესაბამისად, რომლის საქმიანობაც მოწესრიგებულია უცხო ქვეყნის კანონით ან რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზეა;
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  1

კ) რეგისტრაციის განცხადება − განცხადება, რომელიც უნდა წარედგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ანტიკორუფციულ ბიუროს (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო) ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აგრეთვე ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტი, რომლის წარდგენაც საჭიროა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, და რომელიც მოიცავს როგორც ყველა სავალდებულო დოკუმენტს, ისე დამატებით დოკუმენტებს ან მათში მითითებულ სხვა დოკუმენტაციას;
    ლ) ნაბეჭდი მასალა − გაზეთი, პერიოდული გამოცემა, წიგნი, ბროშურა, პარტიტურა, სავიზიტო ბარათი, სამისამართო ბარათი, ბეჭდვითი ნიმუში, გრავიურა, ფოტო, სურათი, ნახატი, გეგმა, რუკა, ამოსაჭრელი ნიმუში, კატალოგი, ბუკლეტი, რეკლამა, სხვადასხვა სახის დაბეჭდილი, გრავირებული, ლითოგრაფიული ან ავტოგრაფიული ჩანაწერი, აგრეთვე, ზოგადად,  ანაბეჭდი, რომელიც მიღებულია ქაღალდზე ან სხვა, ქაღალდის მსგავს მასალაზე, პერგამენტზე ან მუყაოზე ბეჭდვის, გრავირების, ლითოგრაფიის ან ავტოგრაფიის მეშვეობით, გარდა გასამრავლებელი მანქანის (პრესის), საცვლელი ან უცვლელი შრიფტის მქონე შტამპისა და საბეჭდი მანქანის გამოყენებით მიღებული ანაბეჭდებისა;
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  1

მ) პოლიტიკური საქმიანობა − პირის მიერ საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებული ან განსახორციელებელი საქმიანობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, მიღებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ის საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს;
    ნ) პოლიტიკური მრჩეველი − პირი, რომელიც ნებისმიერ სხვა პირს აწვდის ინფორმაციას ან აძლევს რჩევებს საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის საკითხებთან ან უცხო ქვეყნის ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკურ ან საჯარო ინტერესებთან, მიდგომებთან ან ურთიერთობებთან დაკავშირებით.
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  1

ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) პირი − ფიზიკური პირი, პარტნიორთა ჯგუფი, ასოციაცია, კორპორაცია, ორგანიზაცია ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვა გაერთიანება;
    ბ) უცხოური პრინციპალი: ბ.ა) უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან უცხოური პოლიტიკური პარტია; ბ.ბ) პირი, რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ იმყოფება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი საქართველოს მოქალაქეა და მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზეა, ან როდესაც ეს პირი ფიზიკური პირი არ არის, მაგრამ იგი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის დაფუძნებული და ორგანიზებული და მისი საქმიანობის ძირითადი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზეა; ბ.გ) პარტნიორთა ჯგუფი, ასოციაცია, კორპორაცია, ორგანიზაცია ან ფიზიკურ პირთა სხვა გაერთიანება, რომლის საქმიანობაც მოწესრიგებულია უცხო ქვეყნის კანონით ან რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზეა;
    გ) უცხოური პრინციპალის აგენტი (გარდა ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა):