FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პროკურატურის შესახებ

article  45

ინტერესთა და თანამდებობრივი შეუთავსებლობა.
1. პროკურატურის თანამშრომლის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო დაწესებულების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს ნებისმიერ თანამდებობასთან, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობასთან ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობებისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნა პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია მისი შრომითი ხელშეკრულებით.
2. პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს, იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან/და შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა პროკურატურის სისტემაში.
3. პროკურატურის თანამშრომელი (გარდა პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას.
4. პროკურატურის თანამშრომელს უფლება არა აქვს, გამოიყენოს თანამდებობა ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით და მიიღოს ეს სიკეთე.
პროკურატურის შესახებ

article  45

5. პროკურატურის თანამშრომელს უფლება არა აქვს, იყოს რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ან რწმუნებული, ან განახორციელოს წარმომადგენლობა ან დაცვა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ამ ფიზიკური პირის მეურვე, მზრუნველი ან მხარდამჭერია ან შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელია.
6. პროკურატურის თანამშრომელს (გარდა პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) ეკრძალება შეკრებაში მონაწილეობა, გაფიცვის მოწყობა ან გაფიცვაში მონაწილეობა.