Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ article 29 დ) იწვევს მხარეებს/დაინტერესებულ პირებს ახსნა-განმარტებების მისაღებად; ე) საჭიროების შემთხვევაში მართავს საკონსულტაციო შეხვედრებს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან ან/და სხვა პირებთან; ვ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; ზ) საქმის შესწავლის შედეგად მომხმარებლის უფლების დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვეული უფლების აღსადგენად ან/და მას მოსთხოვს დარღვევად მიჩნეული ქმედების ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების განსაზღვრულ ვადაში შეწყვეტას; თ) საქმის შესწავლის შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს აკისრებს ჯარიმას; ი) უფლებამოსილია ხელშეკრულების სტანდარტული პირობის უსამართლოდ მიჩნევის შემთხვევაში იმავე ეკონომიკურ სექტორში მოქმედ მოვაჭრეებს ან მათ გაერთიანებებს აუკრძალოს მსგავსი უსამართლო სტანდარტული პირობის გამოყენება ან რეკომენდაციის გაცემა, რომ ასეთი პირობა გამოიყენონ; კ) უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში დანიშნოს ექსპერტიზა; ლ) ახორციელებს სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს; |
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ article 29 მ) აღრიცხავს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ; ნ) ახორციელებს ღონისძიებებს მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად; ო) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. |
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ article 29 სააგენტოს უფლებამოსილება მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში. 1. საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლის ამ კანონით დადგენილი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, მისი უფლებების დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობას, მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და დარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ სათანადო რეაგირებას ახორციელებენ სააგენტო და შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი უფლებამოსილი ორგანო. 2. სააგენტოს უფლებამოსილება არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“, „დაზღვევის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ სფეროებზე, აგრეთვე იმ სფეროებზე, რომლებშიც მომხმარებლის უფლებების დაცვას შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს. |
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ article 29 3. თუ სააგენტოს წარედგინა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სფეროში მომხმარებლის უფლების შესაძლო დარღვევის შესახებ განცხადება, სააგენტო აღნიშნულ განცხადებას შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს გადაუგზავნის და ამის თაობაზე განმცხადებელს აცნობებს. 4. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად: ა) შეისწავლის მომხმარებლის ამ კანონით დადგენილი უფლების შესაძლო დარღვევის ისეთ ფაქტს, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევა; ბ) საქმის შესწავლის მიზნით განმცხადებლისგან ან/და მოვაჭრისგან გამოითხოვს სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურ ინფორმაციას) და განსაზღვრავს ამ ინფორმაციის მისთვის მიწოდების გონივრულ ვადას. სააგენტომ აღნიშნული ინფორმაცია უნდა გამოითხოვოს და შემდგომ უნდა დაამუშაოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების შესაბამისად; ბ-1 პუნქტის შესაბამისად ჯარიმას აკისრებს; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუღებლობის ან არასრულად მიღების შემთხვევაში უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შესახებ; |