Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მაუწყებლობის შესახებ article 36 მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის საფუძვლები. 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციისა და ლიცენზირების მიზნებისთვის მაუწყებლობის სფეროს მიეკუთვნება მედიამომსახურებები და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებები. 2. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ, აგრეთვე ამ საქმიანობის ლიცენზირების ან/და ავტორიზაციის საფუძველზე. 3. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა, გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა, ექვემდებარება ავტორიზაციას. 4. ლიცენზია გაიცემა მხოლოდ რადიომაუწყებლობისთვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხორციელდება სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით. |