FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

მეწარმეთა შესახებ

article  187

საერთო კრების მოწვევა აქციონერის/აქციონერების მოთხოვნით.
1. აუცილებლობის შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია კაპიტალის სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერის/აქციონერების (აქციონერთა ჯგუფის) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოაქვეყნოს გადაწყვეტილება საერთო კრების მოწვევის შესახებ.
2. საერთო კრების მოწვევის შესახებ აქციონერის/აქციონერების წერილობით მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს საერთო კრების მოწვევის აუცილებლობა, მიზანი და მიზეზი, აგრეთვე მისი დღის წესრიგი, რომელშიც ასახულია აქციონერის/აქციონერების მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს უფლება აქვს, საერთო კრების დღის წესრიგში დაამატოს საკითხები.
3. თუ საერთო კრების მოწვევის შესახებ აქციონერების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აღნიშნულ აქციონერთა განცხადების საფუძველზე  სასამართლოს შეუძლია განმცხადებელ აქციონერებს მიანიჭოს საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილება და დანიშნოს საერთო კრების თავმჯდომარე.
4. რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის, მომზადებისა და ჩატარების ხარჯები ეკისრება სააქციო საზოგადოებას.