Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ article 12 პასუხისმგებლობა საიდუმლოების გამხელისათვის. 1. პირი პასუხს აგებს მხოლოდ იმ საიდუმლოების გამხელისათვის, რომლის დაცვაც მას ევალება სამსახურებრივად ან სამოქალაქო გარიგებით და რომლის გამხელა აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის კანონით დაცულ სიკეთეებს. 2. პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ საიდუმლოების გამხელა მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს. 3. (ამოღებულია - 26.06.2025, №825); 4. პირს შეუძლია მოითხოვოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული უფლებების ხელყოფით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №825 - ვებგვერდი, 27.06.2025წ. |