FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  57

ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა.
1. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით , საქართველოში მოქმედებს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა . ამ სისტემის მიზანია :
    ა ) ცხოველთა სამყაროს დაცვის , აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მდგრადი სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველყოფა ;
    ბ ) ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ;
    გ ) ცხოველთა დაცვის , აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში საერთაშორისო კავშირების განვითარება და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით და მათი დერივატებით ვაჭრობის , მათ შორის იმპორტისა და ექსპორტის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად ;
    დ ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარება ;
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  57

ე ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეთა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შეთანხმება და დაცვა ;
    ვ ) საზოგადოების ინფორმირება ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ .
2. საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, ასევე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში – სატყეო სააგენტო და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – დაცული ტერიტორიების სააგენტო).
3. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა ხორციელდება ფიზიკური დაცვის , აღრიცხვის , მონიტორინგის , ლიცენზირების , კონტროლისა და ზედამხედველობის მეშვეობით .