Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ article 101 ფარმაცევტული პროდუქტის უსაფრთხოობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები. ფარმაცევტული პროდუქტის უსაფრთხოობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს : ა ) ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვება ; ბ ) ფარმაცევტული წარმოების ნებართვის გაცემა ; გ ) ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის გაცემა ; დ ) ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გაცემა ; ე ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის ნებართვის გაცემა ; ვ ) ფარმაცევტული პროდუქტის სერიის აღრიცხვის სისტემური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა ; ზ ) ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების აღნუსხვა ; თ ) ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების შერჩევითი კონტროლი . |