FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

რეფერენდუმის შესახებ

article  26

რეფერენდუმის შედეგების დადგენა საარჩევნო ოლქების მიხედვით.
1. საოლქო საარჩევნო კომისიები თავიანთ სხდომებზე ადგენენ რეფერენდუმის შედეგებს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე, რის შესახებაც საოლქო საარჩევნო კომისიები ადგენენ ოქმს. ოქმში აღინიშნება:
    ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;
    ბ) რეფერენდუმის დასახელება;
    გ) რეფერენდუმის თარიღი;
    დ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში;
    ე) რეფერენდუმის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში;
    ვ) მიღებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;
    ზ) გამოუყენებელ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;
    თ) გაფუჭებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;
    ი) ბათილად ცნობილ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;
    კ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას;
    ლ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ;
    მ) ოქმის შედგენის დრო და თარიღი;
    ნ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);
    ო) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი (აღინიშნება ოქმის გაცემისას).
11. ოქმს ხელს აწერენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები.
რეფერენდუმის შესახებ

article  26

12. ოქმი ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საარჩევნო უბნების მიხედვით გაცემული სარეფერენდუმო ბიულეტენები ინახება საოლქო საარჩევნო კომისიებში რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე.
3. საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს საოლქო უბანში ამ კანონის უხეშად დარღვევის შემთხვევებს და თავის მოსაზრებებს რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ დაუყოვნებლივ წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საჩივარი ამ კანონის დარღვევის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება წარედგინოს არა უგვიანეს რეფერენდუმის მოწყობის მომდევნო დღისა; მან იგი მეორე დღესვე უნდა განიხილოს და თავისი მოსაზრება არა უგვიანეს შემდეგი დღისა წარუდგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.