FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  9291

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ცნება და მისგან წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები.
1. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი არსებობს მხოლოდ ანგარიშზე ჩანაწერის სახით. მისი ბრუნვა და მისგან წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. ემიტენტს უფლება აქვს, დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის მფლობელს წარუდგინოს მხოლოდ ისეთი შესაგებელი, რომელიც ამ ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარეობს.
3. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 30 წელი შესაბამისი ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომიდან.