FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1184

კიდულძრავიანი ველოსიპედის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები.
1. კიდულძრავიანი ველოსიპედის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. კიდულძრავიანი ველოსიპედის ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება – გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
1. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას კიდულძრავიანი ველოსიპედის მძღოლი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კიდულძრავიანი ველოსიპედის მძღოლის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ვრცელდება ამ კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის პირველი−მე-4, მე-8 და მე-10 ნაწილების მოქმედება.