Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 4 ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი პირის და მარეგულირებელი ორგანოს ქმედებები უნდა ემყარებოდეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შემდეგ ძირითად პრინციპებს: ა) პასუხისმგებლობა უსაფრთხოებისათვის − რადიაციული უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრებათ იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ამ კანონით რეგულირებად, რადიაციული რისკის მქონე საქმიანობას; ბ) უსაფრთხოების მართვა და მენეჯმენტი − ყველა დაინტერესებული ორგანიზაციისა და მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტების, ასევე რადიაციული რისკის მქონე სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების ეფექტიანი მმართველობისა და მენეჯმენტის ჩამოყალიბება, განხორციელება და შენარჩუნება; გ) დასაბუთება − რადიაციული რისკის მქონე ობიექტების ფუნქციონირებისა და ამგვარი რისკის მქონე სამუშაოების წარმოების შედეგად მიყენებული შესაძლო ზიანი არ უნდა აღემატებოდეს მიღებულ სარგებელს; დ) რადიაციული დაცვის ოპტიმიზაცია − რადიაციული დაცვა ოპტიმიზირებული უნდა იყოს იმგვარად, რომ განხორციელდეს რადიაციული უსაფრთხოების გონივრულად მისაღწევი უმაღლესი დონე; |
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 4 ე) ცალკეული ინდივიდებ ისთვის რისკის შეზღუდვა − რადიაციული რისკების კონტროლის ღონისძიებების განხორციელების გზით ცალკეული ინდივიდებ ისათვის დაუშვებელი რისკის ან ზიანის თავიდან აცილების უზრუნველყოფა; ვ) ახლანდელი და მომავალი თაობების დაცვა − ადამიანებისა და გარემოს, დღევანდელი და მომავალი თაობების დაცვა რადიაციული რისკებისაგან; ზ) რადიაციული ავარიების თავიდან აცილება − რადიაციული ავარიების პრევენციის მიზნით ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელება; თ) რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნა და მათზე რეაგირება − პოტენციურ ბირთვულ და რადიაციულ ავარიებზე რეაგირებისათვის მზადყოფნის, ამგვარი ავარიების მოხდენისას მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა; ი) დაცვითი ღონისძიებები არსებული და არარეგულირებადი რადიაციული რისკების შესამცირებლად − არსებული და არარეგულირებადი რადიაციული რისკების შესამცირებლად განსახორციელებელი დაცვითი ღონისძიებების დასაბუთება და ოპტიმიზაცია; |
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 4 კ) ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) პრინციპი − ბირთვული და რადიოაქტიური მასალების, მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების, ნოუ-ჰაუს არასანქციონი რებული და არადანიშნულებისამებრ გამოყენებისაგან, უკანონოდ დაუფლებისა და საბოტაჟისაგან სახელმწიფოს მიერ გარანტირებული დაცვა, ასევე ტერორი სტული აქტების, ბირთვული და რადიოა ქტიური მასალების არასანქციონი რებული გადატანის, მათი შენახვისა და ტრანსპორტირების დროს შესაძლო ზიანის თავიდან აცილება. სახელმწიფოს მხრიდან ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) საფუძველია ეტაპობრივ მიდგომაზე დაფუძნებული სახელმწიფო მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს პოტენციური საფრთხის შეფასებიდან. |