FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 8

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  99

საშეღავათო პირობები ელექტროენერგიის ახალი ურთიერთდამაკავშირებლებისთვის.
1. ელექტროენერგეტიკული საწარმოს მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა მუდმივი დენის ახალი ურთიერთდამაკავშირებლის სრული სიმძლავრე ან მისი ნაწილი შეზღუდული დროით გათავისუფლდეს ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ზ“ ქვეპუნქტების, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დადგენილი, აგრეთვე 44-ე და 57-ე მუხლებითა და 63-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი ვალდებულებებისგან, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:
    ა) ურთიერთდამაკავშირებლის აშენებასთან დაკავშირებული ინვესტიცია ხელს უწყობს კონკურენციას ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობაში;
    ბ) ინვესტიციის განხორციელება, თანამდევი რისკებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათების დაწესების გარეშე;
    გ) ურთიერთდამაკავშირებლის მესაკუთრე პირი სულ მცირე სამართლებრივი ფორმით განცალკევებულია გადამცემი სისტემის ოპერატორისგან და იმ სისტემის ოპერატორისგან, რომელსაც უკავშირდება აღნიშნული ურთიერთდამაკავშირებელი;
    დ) ურთიერთდამაკავშირებლით მოსარგებლეებს დაეკისრებათ საფასურის გადახდის ვალდებულება;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  99

ე) ურთიერთდამაკავშირებლით დაკავშირებული ელექტროენერგიის გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის გამოყენებისთვის დაწესებული საფასურის რომელიმე კომპონენტი არ გამოყენებულა ურთიერთდამაკავშირებლის კაპიტალური ან საოპერაციო დანახარჯების ან მათი ნაწილის დასაფარავად;
    ვ) ამ მუხლის შესაბამისად საშეღავათო პირობების დადგენით არ ზიანდება კონკურენცია ან შიდა და რეგიონული ელექტროენერგიის ბაზრები, ან იმ რეგულირებადი სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება, რომელთანაც დაკავშირებულია ურთიერთდამაკავშირებელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები გამონაკლისის სახით აგრეთვე გამოიყენება ცვლადი დენის ურთიერთდამაკავშირებელთან მიმართებით, თუ განსახილველ ინვესტიციასთან დაკავშირებული ხარჯები და რისკი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯებსა და რისკს, რომლებიც, ჩვეულებრივ, წარმოიშობა ორი მეზობელი გადამცემი სისტემის ცვლადი დენის ურთიერთდამაკავშირებლით დაკავშირებისას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები აგრეთვე გამოიყენება არსებული ურთიერთდამაკავშირებლის სიმძლავრის მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  99

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის იღებენ კომისია და შესაბამისი მეზობელი ქვეყნის კომპეტენტური მარეგულირებელი ორგანო.
5. კომისია უფლებამოსილია საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხი განსახილველად წარუდგინოს აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და, მიზანშეწონილობის შემთხვევაში, გაითვალისწინოს მისი მოსაზრებები.
6. საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს საშეღავათო პირობების ხანგრძლივობისა და ურთიერთდამაკავშირებელზე არადისკრიმინაციულ დაშვებასთან დაკავშირებული პირობების დადგენის საჭიროება. ამ მიზნით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ასაშენებელი დამატებითი სიმძლავრე ან არსებული სიმძლავრის ცვლილება, პროექტის განხორციელების ვადა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  99

7. საშეღავათო პირობების დადგენამდე კომისია განსაზღვრავს ურთიერთდამაკავშირებლის სიმძლავრის მართვისა და განაწილების წესებს. ურთიერთდამაკავშირებლის გადატვირთვის მართვის წესები უნდა მოიცავდეს გამოუყენებელი სიმძლავრის ბაზარზე შეთავაზების ვალდებულებასა და ურთიერთდამაკავშირებლით მოსარგებლეთა უფლებას, მეორეულ ბაზარზე ივაჭრონ სახელშეკრულებო სიმძლავრით. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული კრიტერიუმების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სიმძლავრის განაწილების პროცედურის შედეგები.
8. თუ კომისია და მეზობელი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანო საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან 6 თვის ვადაში, კომისია აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს. საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ყველა პირობა, სათანადოდ უნდა დასაბუთდეს და გამოქვეყნდეს.
9. ამ მუხლის მე-4−მე-8 პუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილება შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებსა და განმცხადებლებთან განხილვის საფუძველზე შეიძლება მიიღოს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელმა საბჭომ, თუ:
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  99

ა) კომისიამ და მეზობელი ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ 6 თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც აღნიშნული მარეგულირებლებიდან ყველაზე ბოლომ მიიღო შესაბამისი მოთხოვნა;
    ბ) არსებობს კომისიის ან მეზობელი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნა ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
10. მიუხედავად ამ მუხლის მე-4−მე-9 პუნქტების დებულებებისა, კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საშეღავათო პირობების დადგენასთან დაკავშირებით ამ კანონის 24-ე მუხლით დადგენილი წესით გამართოს კონსულტაციები კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებთან. კონსულტაციის პროცესის შედეგად მიღებული მოსაზრებები ქვეყნდება გადაწყვეტილებასთან ერთად.
11. კომისია ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დაუყოვნებლივ უგზავნის საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ მიღებული მოთხოვნის ასლს და აცნობებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციასთან ერთად.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  99

12. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს აგრეგირებული სახით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი შესაძლებლობა, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ინფორმაცია სხვა მონაცემებთან ერთად უნდა შეიცავდეს:
    ა) საშეღავათო პირობების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის დეტალურ მიზეზებს, მათ შორის, ასეთი პირობების დადგენის აუცილებლობის განმაპირობებელ ფინანსურ ინფორმაციას;
    ბ) კონკურენციასა და ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებაზე საშეღავათო პირობების დადგენის ზეგავლენის კვლევას;
    გ) გარემოებებს, რომლებმაც განაპირობა საშეღავათო პირობების მოქმედების ვადა, და ურთიერთდამაკავშირებლის სიმძლავრის წილი, რომელზედაც ვრცელდება საშეღავათო პირობები;
    დ) შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან კონსულტაციის შედეგები.
13. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებიდან 2 თვის განმავლობაში მოსთხოვოს შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა ან ასეთი გადაწყვეტილების გაუქმება. გადაწყვეტილების მიღების 2-თვიანი ვადა შესაძლოა გაგრძელდეს დამატებით 2 თვით, თუ:
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  99

ა) ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ესაჭიროება დამატებითი ინფორმაციის მოძიება;
    ბ) არსებობს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების თანხმობა ვადის გაგრძელებაზე.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საფუძვლით გადაწყვეტილების მიღების ვადის გაგრძელების შემთხვევაში დამატებითი ვადის ათვლა იწყება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის სრულყოფილი სახით მიღების მომდევნო დღიდან. თუ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შესაბამისი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში არ მიეწოდა გამოთხოვილი ინფორმაცია, მარეგულირებელი ორგანოს შეტყობინება საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ ჩაითვლება გაუქმებულად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:
    ა) მოთხოვნით განსაზღვრული ვადის გასვლამდე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების თანხმობით გაგრძელდა ინფორმაციის მიწოდების ვადა;
    ბ) შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოები დასაბუთებული შეტყობინებით დაუდასტურებენ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისრულეს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  99

15. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მოთხოვნა საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის ან გაუქმების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 1 თვის ვადაში, რის შესახებაც ეცნობება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.
16. საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ გაცემული თანხმობა ძალას კარგავს მიღებიდან 2 წლის შემდეგ, თუ ამ ვადაში არ დაიწყება ურთიერთდამაკავშირებლის მშენებლობა, ან მიღებიდან 5 წლის შემდეგ, თუ ურთიერთდამაკავშირებელი ამ ვადაში არ იქნა ექსპლუატაციაში მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო მიიჩნევს, რომ დაყოვნება გამოწვეულია იმ პირისგან დამოუკიდებელი მიზეზით, რომლის მოთხოვნითაც დადგინდა საშეღავათო პირობები.
17. ამ მუხლის მე-5−მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს მოცემული ურთიერთდამაკავშირებელი, ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანაა ან თანხმობას აცხადებს ამ მოთხოვნების გამოყენებაზე.