FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

article  37

დონორობის უფლების დარღვევა.
1. დონორის მიერ სისხლის დაწესებულებისთვის თავისი ვინაობის, საიდენტიფიკაციო მონაცემების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა (მათ შორის, ჩატარებული სამედიცინო პროცედურების, ვაქცინაციის, მიღებული მედიკამენტების) და ინფიცირების რისკის შემცველი ქცევების შესახებ ინფორმაციის, აგრეთვე დონორის შესაბამისობის შესაფასებლად საჭირო სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობა ან არასწორი ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
3. სისხლის დაწესებულების მიერ დონორისთვის სისხლის დონორობისა და სისხლის დონაციის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა ან/და დონორისგან მისი ვინაობის, საიდენტიფიკაციო მონაცემების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ინფიცირების რისკის შემცველი ქცევების შესახებ ინფორმაციის, აგრეთვე დონორის შესაბამისობის შესაფასებლად საჭირო სხვა ინფორმაციის მოუპოვებლობა − გამოიწვევს სისხლის დაწესებულების დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სისხლის დაწესებულების დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
5. სისხლის დონორობის ამ კანონით დადგენილი სხვა წესებისა და პროცედურების დარღვევა −
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

article  37

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.