Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 6 ბირთვული დაცულობის პრინციპები. სისხლისსამართლებრივი ან განზრახ უკანონო ქმედებების შედეგებისაგან ადამიანის, ქონების, საზოგადოებისა და გარემოს დაცვის მიზნით, ბირთვული დაცულობის ეფექტიანი რეჟიმი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი პრინციპების დაცვით: ა) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა − სახელმწიფომ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად უნდა ჩამოაყალიბოს, დანერგოს, შეინარჩუნოს და უზრუნველყოს ბირთვული დაცულობის რეჟიმის მდგრადობა, რომელიც ვრცელდება სახელმწიფოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ბირთვულ მასალაზე, სხვა რადიოაქტიურ მასალაზე, ასოცირებულ დანადგარსა და ასოცირებულ საქმიანობაზე; ბ) ბირთვული დაცულობის სფეროში პასუხისმგებლობების განსაზღვრა − საქართველოს კანონმდებლობით ნათლად უნდა განისაზღვროს მარეგულირებელი ორგანოს, სხვა კომპეტენტური უწყებებისა და ავტორიზებულ პირთა პასუხისმგებლობები და თანამშრომლობის ვალდებულება ბირთვული დაცულობის სფეროში; გ) პასუხისმგებლობა ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფისათვის − ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფისათვისპასუხისმგებლობა უპირველესადბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ეკისრება; |
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 6 დ) პასუხისმგებლობა ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის საერთაშორისო გადაზიდვისათვის − სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოფილ იქნეს ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის შესაბამისი დაცვა, ვრცელდება საერთაშორისო გადაზიდვაზეც, ამ პასუხისმგებლობის სხვა სახელმწიფოსთვის სათანადოდ გადაცემამდე; ე) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის განსაზღვრა − ბირთვული დაცულობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაუზრუნველყოფილ იქნეს მათი აღსრულება; ვ) საერთაშორისო თანამშრომლობა და დახმარება − სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე ინფორმაციისა და გამოცდილების გასაზიარებლად; ზ) ბირთვული დაცულობის საფრთხეების იდენტიფიცირება და შეფასება − ბირთვული დაცულობის რეჟიმი უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეების იდენტიფიცირებასა და შეფასებას (მათ შორის, სანდოობის შეფასებას), მიუხედავად იმისა, ეს საფრთხეები სახელმწიფოს იურისდიქციას ექვემდებარება თუ არა, ასევე მათი შეფასების მუდმივ განახლებას; |
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 6 თ) სამიზნეებისა და პოტენციური შედეგების იდენტიფიცირება და შეფასება − ბირთვული დაცულობის რეჟიმის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ იდენტიფიცირებული და შეფასებული ბირთვული დაცულობის სამიზნეები და პოტენციური შედეგები; ი) რისკზე დაფუძნებული მიდგომა − ბირთვული დაცულობის სახელმწიფო რეჟიმი უნდა შემუშავდეს რისკზე დაფუძნებული მიდგომით, მათ შორის, რესურსების გამოყოფისას, ღონისძიებების ან/და ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას, რომელიც, თავის მხრივ, დიფერენცირებულ მიდგომასა და სიღრმისეულ დაცვას უნდა ეფუძნებოდეს; კ) ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევის იდენტიფიცირება − ბირთვული დაცულობის რეჟიმი უნდა უზრუნველყოფდეს ბირთვული მასალის ან/და რადიოაქტიური წყაროს მფლობელ ორგანიზაციაში ბირთვული დაცულობის სისტემებისა და ღონისძიებების არსებობას, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევის იდენტიფიცირება, შეფასება და კომპეტენტური უწყებისათვის შეტყობინება, მასზე დროული რეაგირების მიზნით; |
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 6 ლ) ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმის შემუშავება − ბირთვული დაცულობის რეჟიმის ეფექტიანობა დამოკიდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უწყებებისა და ავტორიზებული პირების მიერ ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმების შემუშავებასა და პერიოდულად მათ გამოცდაზე, ტესტირებასა და შეფასებაზე; მ) ბირთვული დაცულობის რეჟიმის მდგრადობა − ბირთვული დაცულობის რეჟიმის მდგრადობის გასაძლიერებლად თითოეული კომპეტენტური ორგანო და რადიაციულ დაცვაში, ბირთვულ უსაფრთხოებასა და დაცულობაში ჩართული პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ შესაბამისი ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსები, ბირთვული დაცულობის კულტურა, ეფექტიანობის პერიოდულად გამოცდა და შეფასება, შედეგიანი, ინტეგრირებული მართვის სისტემა, აგრეთვე შიდა და სხვა საფრთხეების გამოვლენისა და მიტიგაციის პროცედურები. |