Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 18 კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაცია, შერჩევის კრიტერიუმები, შესარჩევი კომისია. 1. კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს დაინტერესებული პირის მიერ შერჩევის პროცესის განაცხადის მოსამზადებლად და წარსადგენად საჭირო ინფორმაციას, აგრეთვე კონცესიონერის შერჩევის კრიტერიუმებს, პროცედურებს და შესაბამის ვადებს. 2. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, შეიტანოს ცვლილება კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაციაში, გარდა საჯარო და კერძო თანამშრომლობის საგნისა. ასეთ შემთხვევაში შერჩევის პროცესის განაცხადისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა გრძელდება შერჩევის პროცესის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების შეტანამდე გასული ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა, მიზნად ისახავს ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებას ან დაზუსტებას. 3. კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის მოთხოვნები, მასში ცვლილების შეტანის და მისი გამოქვეყნების წესი, აგრეთვე შერჩევის პროცესის საკვალიფიკაციო ეტაპის მოთხოვნებისა და შერჩევის პროცესის ფარგლებში წინადადებების შეფასების პროცედურა და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. |
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 18 4. კონცესიონერის შერჩევის პროცესის ფარგლებში წინადადებების შეფასების კრიტერიუმები ისე უნდა განისაზღვროს, რომ კონკურენციის შეზღუდვა არ გამოიწვიოს. წინადადებების შეფასების კრიტერიუმებად შეიძლება განისაზღვროს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ვადა, განსახორციელებელი კერძო დაფინანსების ოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს/გასაწევი მომსახურების ხარისხი ან/და სხვა კრიტერიუმები, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ან აღნიშნული კრიტერიუმების კომბინაცია. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტისთვის წინადადებების შეფასების კრიტერიუმებსა და წესებს განსაზღვრავს უფლებამოსილი ორგანო. |
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 18 5. უფლებამოსილი ორგანო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად ქმნის შესარჩევ კომისიას. შესარჩევი კომისიის წევრებად ინიშნებიან: უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლები. შესარჩევ კომისიას თავმჯდომარეობს უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი ან მის მიერ განსაზღვრული პირი. შესარჩევ კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის ექსპერტები და სპეციალისტები. 6. შესარჩევი კომისია აფასებს წარდგენილ განაცხადებს. შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 7. კონცესიონერის შერჩევის პროცესის განაცხადების შეფასებისა და ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული ეტაპების განხორციელების შემდეგ უფლებამოსილი ორგანო საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეთანხმებულ/მოლაპარაკებულ პირობებს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის. |
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 18 8. კონცესიონერის შერჩევის პროცესის შეფასების შედეგები და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეთანხმებული/ მოლაპარაკებული პირობები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად, განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას. |