Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პენიტენციური კოდექსი article 71 დისციპლინური სახდელი. 1. დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში ბრალდებულს/ მსჯავრდებულს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისთვის გამოყენებული დისციპლინური სახდელი შესაბამისი ქმედების პროპორციული უნდა იყოს. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელი/ ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე, მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურების შემდეგ. 3. ჯგუფური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სახდელი ინდივიდუალურად განისაზღვრება. 4. თუ დისციპლინური დარღვევის გარემოებები წარმოშობს ამ კოდექსის 62-ე მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების საფუძველს, უსაფრთხოების ღონისძიება გამოიყენება ამ თავით განსაზღვრული დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდე. |