FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  13

უსკოს შემადგენლობა, უსკოს არჩევითი წევრებისა და უსკოს თავმჯდომარის თანამდებობებზე განწესება. 1. უსკო შედგება თავმჯდომარისა და 7 წევრისგან, ხოლო საარჩევნო პერიოდში, ასევე ამ კანონის 13-1 მუხლით განსაზღვრული პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული დროებითი წევრებისგან. უსკოს არჩევით წევრებს შორის არიან უსკოს თავმჯდომარე, უსკოს თავმჯდომარის მოადგილე და უსკოს მდივანი. უსკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის უსკოს წევრი. უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი, როგორც უსკოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტას. 2. უსკოს 7 წევრს ამ კანონითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს უმაღლესი საბჭო, ხოლო უსკოს არაუმეტეს 9 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ნიშნავენ პარტიები. 3. უსკოს წევრობის კანდიდატს უმაღლეს საბჭოს ასარჩევად წარუდგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამ მუხლისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად. უსკოს წევრობის კანდიდატი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით შეირჩევა ღია კონკურსით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  13

4. უსკოს წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ან რომელიმე პარტიის შემომწირველი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 5. უსკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:
    ა) პირი, რომელსაც არ აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
    ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;
    გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;
    დ) ნასამართლევი პირი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  13

ე) საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, მისი წარმომადგენელი;
    ვ) დამკვირვებელი. 6. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ უსკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე უსკოს ახალი წევრი უმაღლესმა საბჭომ არ აირჩია, უსკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადა გრძელდება უსკოს ახალი წევრის არჩევამდე. 7. უსკოს თავმჯდომარეს უმაღლესი საბჭო ირჩევს უსკოს წევრის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩევისთვის ამ კანონითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით. უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს. 8. უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ უსკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე უსკოს ახალი თავმჯდომარე უმაღლესმა საბჭომ არ აირჩია, უსკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა გრძელდება უსკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე. 9. უსკოს წევრის/უსკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილება მისი მიღებიდან 7 დღეში წარედგინება უსკოს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 23 ივნისის კანონი №52-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 28.06.2017წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  13

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 8 აგვისტოს კანონი №134 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 12.08.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის 27 ივნისის კანონი №57-რს - ვებგვერდი, 29.06.2022წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 21 დეკემბრის კანონი №86-Iს - ვებგვერდი, 25.12.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 19 ივლისის კანონი №96-რს - ვებგვერდი, 19.07.2024წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 17 ივლისის კანონი №39-რ.ს. - ვებგვერდი,  18.07.2025წ.