Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ article 9 სარეგისტრაციო ორგანოს ამოცანები და უფლებამოსილებანი. 1. სარეგისტრაციო ორგანო განსაზღვრავს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სიას და მათი გამოყენების რეგლამენტებს , ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს სარეგისტრაციო გამოცდებს , შეისწავლის და აანალიზებს პესტიციდის/ აგროქიმიკატის გამოცდების შედეგებსა და სამეცნიერო მონაცემებს , რეგისტრანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და ინფორმაციას , ატარებს სახელმწიფო რეგისტრაციას და გასცემს სარეგისტრაციო მოწმობებს , ადგენს ამკრძალავ სიებს და პერიოდულად აწარმოებს სახელმწიფო კატალოგს , საჭიროებისას აქვეყნებს დამატებით სიებს , ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს . 2. სარეგისტრაციო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში : ა ) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების განაცხადს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციის შესახებ ; |
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ article 9 ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე აუქმებს რეგისტრაციას და სახელმწიფო კატალოგიდან იღებს იმ პესტიციდებს, რომელთაც ადამიანისა და გარემოსთვის არახელსაყრელი თვისებები (საშიშროება) გამოავლინეს; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს დებულებებს , ინსტრუქციებს , წესებს , მეთოდურ მითითებებს ; დ ) უზრუნველყოფს კვლევებში სტანდარტიზებული მეთოდების გამოყენებას ; ე) მონაწილეობს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სწორად გამოყენების პროპაგანდის უზრუნველყოფაში . |