Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ article 9 შინაარსობრივი რეგულირება. 1. კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება: ა) ცილისწამებას; ბ) უხამსობას; ბ-1) „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რომელიმე მოთხოვნის დაცვას; გ) პირისპირ შეურაცხყოფას ან საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას; დ) დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას; ე) მუქარას; ვ) პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას; ზ) რეკლამას, ტელეშოპინგს ან სპონსორობას; თ) სამხედრო მოსამსახურის, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის, წევრის ან თანამშრომლის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას; ი) თავისუფლებააღკვეთილი ან თავისუფლებაშეზღუდული პირის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას; 2. შინაარსობრივი რეგულირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ თვალსაზრისობრივად ნეიტრალური, არადისკრიმინაციული შეზღუდვის სახით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №825 - ვებგვერდი, 27.06.2025წ. |