Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 55 სალიცენზიო მოსაკრებელი. 1. სალიცენზიო მოსაკრებელი არის ერთჯერადი გადასახადი . იგი შედგება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე კონკურსისა და აუქციონის მომზადებისათვის საჭირო საორგანიზაციო და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯებისგან (საკონკურსო ან სააუქციონო მოსაკრებელი ) და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების მოსაკრებლისაგან . 2. საკონკურსო ან სააუქციონო მოსაკრებელს იხდის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსისა და აუქციონის თითოეული მონაწილე ცალ - ცალკე . ამ თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება სამინისტროს კონკურსის ან აუქციონის ჩატარებამდე 10 დღით ადრე . |
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 55 3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების მოსაკრებელს იხდის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ან აუქციონის გამარჯვებული მონაწილე და სამინისტროს მიერ გაცემული ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის მფლობელი . აღნიშნული მოსაკრებელი გამოიყენება ლიცენზიის გაცემისათვის აუცილებელი სამუშაოების მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფისათვის , ექსპერტთა საბჭოს წევრთა და ლიცენზირების სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური წახალისებისათვის და სხვა . 4. გენერალური ლიცენზიის მფლობელები ერთჯერად სახელობით ლიცენზიებს გასცემენ მათ მიერ დადგენილი საფასურით . 5. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა . 6. სალიცენზიო მოსაკრებელი დაბეგვრას არ ექვემდებარება . |