FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  19

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლა.
1. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გემებისათვის მშვიდობიანი გავლა ნებადართულია.
2. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გავლად ითვლება ტერიტორიული წყლების შეუჩერებლად და სათანადო სისწრაფით გადაკვეთა საქართველოს შიდა წყლებში შეუსვლელად ანდა საქართველოს შიდა წყლებსა და პორტებში შესვლა ან იქიდან გამოსვლა ღია ზღვაში გასვლის მიზნით.
3. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლისას გემს ეკრძალება:
    ა) ნაოსნობისათვის აკრძალულ იმ რაიონებში შესვლა, რომელთა შესახებაც ცნობები დადგენილი წესით საყოველთაოდ არის გამოცხადებული;
    ბ) გაჩერება, ადამიანების გადმოსხდომა (ჩასხდომა), ტვირთებისა და ცხოველების გადმოტვირთვა (ჩატვირთვა), აგრეთვე სანაოსნო საშუალებათა წყალში ჩაშვება, საფრენი აპარატების გემიდან აფრენა და გემზე მიღება, სარეწი და კვლევითი საქმიანობა საამისოდ აკრძალულ ადგილებში ან დაშვებულ ადგილებში, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნებართვის გარეშე;
    გ) ისეთი საქმიანობა, რომელიც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  19

დ) საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძალის გამოყენება, ძალის გამოყენების მუქარა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით აღიარებულ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს;
    ე) მანევრები ან სამხედრო სწავლება იარაღის გამოყენებით;
    ვ) ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის შეგროვებას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საზიანოდ;
    ზ) პროპაგანდის ნებისმიერი აქტი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს თავდაცვასა და უსაფრთხოებას;
    თ) ნებისმიერი სამხედრო აღჭურვილობის გემზე მიღება ან გემიდან მოხსნა, სამხედრო საფრენი საშუალების გემიდან აფრენა ან გემზე მიღება;
    ი) ზღვის განზრახ, მნიშვნელოვნად დაბინძურება;
    კ) ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებული არ არის გემის გავლასთან.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანთა გადასარჩენად წარმოებულ სამაშველო სამუშაოებში.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  19

5. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლის დროს უცხო სახელმწიფოს გემზე ან სპეციალური დანიშნულების გემზე, რომელიც ასრულებს სახელმწიფო დავალებას, საბორტო იარაღი უნდა იყოს გადასატანად გათვალისწინებულ მდგომარეობაში, საგანგებო შალითაში, ხოლო თევზჭერის საშუალება და სხვა აღჭურვილობა მოთავსებული უნდა იყოს შესანახად განკუთვნილ ადგილზე.
6. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში წყალქვეშა ნავი და სხვა წყალქვეშა საშუალება უნდა გადაადგილდეს წყალზედა მდგომარეობაში და უნდა აღმართოს თავისი ალამი.
7. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სადაც დადგენილია სანავიგაციო გზები და მოძრაობის გამიჯვნის სქემები, უცხო სახელმწიფოს გემი უნდა გადაადგილდეს აღნიშნული გზებით და მოძრაობისას უნდა ისარგებლოს ამ სქემებით. სანავიგაციო გზებსა და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს, აგრეთვე მათ კოორდინატებს ადგენს საქართველოს მთავრობა.
8. საქართველოს სასიცოცხლო და სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, შეზღუდოს ან აკრძალოს უცხო სახელმწიფოს ატომური, სამხედრო ან არასამხედრო გემის შემოსვლა და ყოფნა საქართველოს ტერიტორიული და შიგა წყლების რომელიმე რაიონში.