Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თამასუქის შესახებ article 69 იმ თამასუქის მოქმედება, რომელსაც აკლია რეკვიზიტი. 1. დოკუმენტს, რომელსაც აკლია 68-ე მუხლში ჩამოთვლილი თუნდაც ერთი რეკვიზიტი, ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, ძალა არა აქვს. 2. მარტივი თამასუქი, სადაც გადახდის ვადა არ არის მითითებული, გადახდილი უნდა იქნეს წარდგენისთანავე. 3. ცალკე ჩანაწერის უქონლობის შემთხვევაში თამასუქის გამოწერის ადგილი ითვლება გადახდის და იმავდროულად თამასუქის მფლობელის საცხოვრებელ ადგილად. 4. მარტივი თამასუქი, რომელშიც მითითებული არ არის გაცემის ადგილი, ითვლება ხელმოწერილად იმ ადგილას, რომელიც მითითებულია თამასუქის გაცემის დასახელების ადგილის გვერდით. |